გორში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება

გორში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. მათი ინფორმაციით, 2022 წელს, გორში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 2 თებერვალს გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (ბაგრატიონის ქუჩიდან სტალინის გამზირის მიმართულებით) 123 მეტრია.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 278 690 ლარია.

შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=443075&lang=ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.