გორის მერია - გორში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გორში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია.
„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 21 იანვარს გამოაცხადა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 551 030 ლარია.
ქუჩაზე ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე და ტროტუარები.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=439494&lang=ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























