რეზო ხარაზი ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

რეზო ხარაზი ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რეზო ხარაზი ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

როგორც რეზო ხარაზმა ცენტრალურ პარკში ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმის მერიამ ქალაქის პარკში გამოუსადეგარი სკამები შეიტანა, რომელშიც მილიონი ლარი დაიხარჯა. რეზო ხარაზის განცხადებით, სკამები მალევე დაზიანდა, ათასობით ლარი კი არამიზნობრივად გაიფლანგა.

„მილიონამდე ლარის ინვენტარი შემოიტანეს, რომელიც გამოუსადეგარია. ქვის ჩამოსხმულ ქანდაკებაში "ბავშვი წიგნით" - 28 ათასი ლარი გადაიხადეს, ამის ფონზე მოსახლეობა ღატაკდება და ხელისუფლებას არ ადარდებს. კომპანია "ჯეოლითს" მოუწევს პასუხისგება. ერთ სკამში 4500 ლარია გადახდილი, იგი ერთი თვის წინ შემოიტანეს, თუმცა მალევე გაფუჭდა და ნაწილი გატანილია ტერიტორიიდან. სხვადასხვა ქვის სკამს სხვადასხვა ფასი აქვს. ეს სკამები გამოუსადეგარია, მოხდა ის, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა",- აცხადებს რეზო ხარაზი.