ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ახალსოფლის ტყეში ქვედა საფარს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სოფელში ყვარლის მერის წარმომადგენელი მალხაზ მარტიაშვილი განმარტავს, დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია რა სიმძლავრის ხანძარზეა საუბარი და რამ გამოიწვია აალება.

























