სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელიც ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის

სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელიც ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვეა გვიან ღამით, სოფელ ჯუგაანში მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებული სახლი, რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა მოკვერაშვილს ეკუთვნის.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს, რადგან 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა მოკვერაშვილის სახლში, მისი დაკავების შემდეგ არავინ იმყოფებოდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.