ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.
საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.
„შვილი 30 წლამდე იყო, ავადმყოფობდა, მამაც წუხელ ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, თუმცა ხის სახლი იყო, მალევე დაიწვა. მაშველებმა ცხედრები იპოვეს“, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა ლევან ალანიამ.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

























