ჯანდაცვის სამინისტრო - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.
პროგრამა, რომელიც 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს. იმუნიზაციის პოპულარიზაციის და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით კამპანიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

























