ბათუმის მერი - ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა არ დგას - ჩვენთვის მიუღებელია საცირკო წარმოდგენები და დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ

ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა ზოგადად არ დგას, - ამის შესახებ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, ბათუმის მერიისთვის პრიორიტეტი არის მოსახლეობა.
„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც ბათუმის ბიუჯეტით არის დაგეგმილი, მათ შორის მოვლა-შენახვითი და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიებები, მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები. ჩვენთვის პრიორიტეტული არის ჩვენი მოქალაქეების, მათი ყოველდღიური გამოწვევები. ქალაქ ბათუმის მერი და მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია ამაზე.
ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა ზოგადად არ დგას. ის საცირკო წარმოდგენები და ყოველდღიური დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოველღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით, ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი თანამოქალაქეები, მათზე ზრუნვა და ის პროგრამები, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით",- აცხადებ ბათუმის მერი.

























