მარნეულში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარნეულში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, 29, 30 და 31 იანვარს, სოფელ ყიზილაჯლოს ამბულატორიაში ჩატარდა ვაქცინაცია.
აღსანიშნავია, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

























