ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, ხელედის თემში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი ესწრებოდნენ.

მათ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის მნიშვნელობის, „ბუსტერ“ დოზის, პირბადის გამოყენების საკითხებსა და კოვიდის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა თებერვალშიც გრძელდება. ამასთანავე, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ 100 ლარი დაერიცხებათ.