„ბაკურიანი 2022“-ის პრიზიორ პარასპორტსმენებს გორის მერის მოადგილემ და გორის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს

ეტლითხილამურების ჩემპიონატის ,,ბაკურიანი 2022“-ის პრიზიორ გორელ პარასპორტსმენებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გოგშელიძე შეხვდნენ და ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეტლითხილამურის ჩემპიონატი ,,ბაკურიანი 2022“, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ფარგლებში დაბა ბაკურიანში წელს მესამედ გაიმართა.
„შეჯიბრებაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გორელმა გიორგი მოდებაძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრებაში გორელი პარასპორტსმენების გარდა, მონაწილეობდნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცები.
გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ,,ახალგაზრდული მედია კავშირის“ მიერ მოწყობილ ისეთ სპორტულ ღონისძიებებში, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























