წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ საკრებულოს სხდომაზე უკრაინისადმი მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ საკრებულოს სხდომაზე უკრაინისადმი მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ საკრებულოს სხდომაზე უკრაინისადმი მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოზეც აისახება.

"უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონს. რუსეთი ოკუპანტია“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

ამასთან, დღეს, წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილე უნდა აიერჩიათ. პროცესში მმართველი გუნდი არ მონაწილეობს, ისინი მოადგილის კანდიდატს კვლავ არ ასახელებენ.