გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში 2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში 2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა

2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია 11 სოფელში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დასრულდა ხუთ სოფელში - ხიდისთავში, წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ციცაგიაანთკარში. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1 800- მდე ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

„პროექტები გრძელდება ექვს სოფელში - ქიწნისში, შინდისში (ერთი უბანი), უფლისციხეში, შერთულში, ზერტსა (ერთი უბანი) და დიცში (ერთი უბანი). სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელ წყალს 1 300 - მდე ოჯახი მიღებს.

თერთმეტივე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა/რეაბილიტაციის შედეგად, სასმელი წყლის პრობლემა ჯამში 3 100-მდე ოჯახს მოუგვარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.