ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, ისინი გმობენ რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას.

აქციის მონაწილეები ასევე გამოეხმაურნენ პოლიციელის მიერ შშმ პირზე ფიზიკური ძალდობის ფაქტს.

,,შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ერთიანობასა და მთლიანობას. ვგმობთ რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს.

ამ აქციის მომზადების დროს გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია შშმ მოზარდზე ძალადობა. სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექით, ვნახეთ როგორ უმოწყალოდ ურტყამს სამართალდამცველი შშმ მოზარდს. ამიტომ, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა შშმ პირს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.