თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.