„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები გორში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი პატრულის მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტს აპროტესტებენ.
შეკრებილები პოლიციელების უმკაცრესად დასჯასთან ერთად უწყების ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამგვარი ფაქტები პირდაპირ იწვევს დანაშაულის წახალისებას და მოსახლეობაში დაუცველობის განცდას ამკვიდრებს.

























