ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 იანვარს დილის საათებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (სოფ.ბეღლეთი) განვითარდა მეწყრული პროცესები, ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი, რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა და აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კონტრაქტორი კომპანია უკვე აქტიურად ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას აღდგენილი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამ ეტაპზე, აღნიშნულ მიმართულებაზე გადაადგილება შესაძლებელია სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მეშვეობით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტსათვის.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.