ადგილობრივების ინფორმაციით, გურჯაანში ბრმა ტყვიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 70 წლის კაცი იმსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგის ტყეში მოხდა.
ადგილობრივების ვერსიით, უბედური შემთხვევის დროს თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთის გასროლილი ტყვია მეორეს მოხვდა. მიღებული დაზიანებით კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

























