გორის მერია - ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

გორის მერია - ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ხორციელდება როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება.

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულება 200 - მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

„აღნიშნულ ფართში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაც ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა, შენობის მდგომარეობამ გამოიწვია, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას. მას შემდეგ ბაღი სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც არ იძლევა საგანმანათლებლო პროცესის სათანადო პირობებში განხორციელების შესაძლებლობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივ თვითმმართველობას საბავშვო ბაღის შენობის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.

ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.