მარნეულში წიგნის „პირველკლასელთა აკადემია“ პრეზენტაცია გაიმართა

მარნეულში წიგნის „პირველკლასელთა აკადემია“ პრეზენტაცია გაიმართა. შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსი „ეტალონი“-ს ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. ტყეშელაშვილმა წარმოადგინა მისივე ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ პირველად მარნეულის მუნიციპალიტეტში მოეწყო „პირველკლასელთა აკადემიის“ აზერბაიჯანული ვერსიის ყდის პრეზენტაცია.
ცნობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და პედაგოგები.

























