სლოგანით - „გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი” ქუთაისში აქცია გაიმართა

„გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი”-ამ სლოგანებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, თვის ბოლოს, როდესაც ქუთაისის მოსახლეობას გაძვირებული გადასახადები მიუვა, ისინი ვერ შეძლებენ მათ დაფარვას, რაც კოლაფს გამოიწვევს.
აქციის მონაწილეებმა დღესვე გუბერნატორის სახელზე განცხადება დაარეგისტრირეს. მათი თქმით, აინტერესებთ მუშაობს თუ არა რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ მთავრობასთან, რომ მოსახლეობის მდგომარეობა შემსუბუქდეს.

























