აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, 2012 წელს 1 კვტ 11 თეთრი ღირდა, 2022 წელს კი 1 კვტ 26,5 თეთრია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნონ, რადგან მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ვერ იხდის.

„ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და უნდა ვუშველოთ. ვისაც უჭირს გადასახადის გადახდა სუბსიდირება უნდა მოხდეს",- აცხადებს გიორგი კირთაძე.