აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2022“ ეცნობიან.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.
„წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ასზე მეტი ქვეყნის კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშეა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვარს დასრულდება.

























