ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის" წევრი საკრებულოს სხდომის ჩატარებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის" წევრი საკრებულოს სხდომის ჩატარებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი აკაკი გვიანიძე საკრებულოს სხდომის ჩატარებას ითხოვს.

როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს თავმჯდომარის ასარჩევად მოლაპარაკებას სთავაზობს.

აკაკი გვიანიძე საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, რომ პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიებიდან აირჩიონ.

მისივე თქმით, ქალაქი პარალიზების საფრთხის წინაშეა და ბათუმის საკრებულო მერიას ვერ აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს წევრთა 18 ხმაა საჭირო, რაც არცერთ პარტიას არ აქვს.

თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ოპოზიციონერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. მმართველი გუნდში აღნიშნავენ, რომ დესტრუქციულ ძალებთან მოლაპარაკებაზე არ დასხდებიან.