ბათუმის მერია - ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

ბათუმის მერია - ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო. მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა. მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.