ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.