ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე კვორუმის არ არსებობის გამო შესვენება გამოცხადდა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე კვორუმის არ არსებობის გამო შესვენება გამოცხადდა. დეპუტატები 13:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან. სხდომას არ ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ქართული ოცნების" 2 წარმომადგენელი.
"გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლები ესწრებიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი კვორუმისთვის და სხდომა გადავწიეთ ერთი საათით, ამას რეგლამენტი ითხოვს. თუ ერთ საათში კიდევ არ იქნება კვორუმი, მოგვიწევს კიდევ სხდომის გადადება", - განაცხადა საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა, რომელიც სხდომებს უძღვება.
დღეს ზუგდიდის საკრებულოს მე-5 სხდომა იმართება, ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

























