რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი განცხადებას ავრცელებს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი განცხადებას ავრცელებს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სხდომის ჩატარება შეუძლია საკრებულოში წარმოდგენილ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე. მათივე განცხადებით, დღემდე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არ დაფიქსირებულა ოფიციალური წერილობითი განცხადება სხდომის მოწვევაზე.

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ განმარტება. ცნობილია, რომ მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე ვერ მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რაც მოხდა იმის გამო, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა დატოვა სხდომა. კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრის ან სხდომის ჩატარება შეუძლია საკრებულოში წარმოდგენილ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე. აღნიშნულ პროცედურას არეგულირებს კანონი და საკრებულოს რეგლამენტი. დღემდე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არ დაფიქსირებულა ოფიციალური წერილობითი განცხადება სხდომის მოწვევასთან ან შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო რუსთავის საკრებულოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დარბაზის გახსნას და სხდომის ჩატარებას ითხოვდნენ.