ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.