საზოგადოება „რუსთაველები“ რუსთავის მოსახლეობას „გაგა ფრანი“-სა და "ღამის შოუ“-ს ბენდის კონცერტზე ეპატიჟება

საზოგადოება "რუსთაველები“ რუსთავის მოსახლეობას „გაგა ფრანი“-სა და "ღამის შოუ“-ს ბენდის კონცერტზე ეპატიჟება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, კონცერტი დღეს, მუნიციპალური თეატრის სკვერში 18:00 საათზე გაიმართება. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 30 დეკემბერს ახალგაზრდობის პარკში ჯგუფ Reggaeon-ის და Goofy Land-ის კონცერტები გაიმართება.
„კონცერტები, "რუსთაველების“ საახალწლო საჩუქარია ქალაქისთვის და რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება.
რუსთავში ცენტრალურ მოედანზე, თეატრისა და ახალგაზრდობის სკვერებში ნაძვის ხეები დაიდგა და განათდა, საახალწლო ილუმინაციებით მოირთა სკვერები, შენობები და ცენტრალური ქუჩები.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ფალიაშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის პარკში, საახალწლო სოფლის მოწყობა მიმდინარეობს.
საახალწლო სოფელში პატარებს სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა საჩუქრებით დახვდებიან, ოთხი დღის განმავლობაში - 30-31 დეკემბერს, 1- 2 იანვარს, იქვე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიება, რუსთავში 4 იანვარს ახალგაზრდობის სკვერში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სხვადასხვა გასართობი აქტივობები, პატარები ზღაპრების გმირებთან, სანტა კლაუსთან ფოტოს გადაღებას შეძლებენ და საჩუქრად ტკბილეულს მიიღებენ, გაიმართება ილუზიონისტის შოუ, ლიტერატურული თეატრის კონცერტი, დრამერების კოსტიუმირებული მსვლელობა, New One და ბენდის კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























