მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი და 22 სოფლის ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს

ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში. ამ ეტაპზე რეგიონში 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი და 22 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით კეთდება. ამის შესახებ ინფორმაცის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარალელურად, მხარის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს კოვიდ 19-ზე ტესტირებაც. პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სოფელ ქსოვრისის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ასევე, მხარის პირველი პირის მოადგილემ მოინახულა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სადაც კოვიდ 19-ის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეთა სწრაფი და PCR ტესტირება ხორციელდება. ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ გოჩა ქავთარაძეს ადგილზე არსებული ვითარება დეტალურად გააცნო. მათ შორის საუბარი შეეხო ვაქცინების ე.წ. ცივი ჯაჭვის რეჟიმით შენახვისა და უსაფრთხოების წესებს. ვაქცინაციისა და ტესტირების პუნქტების მონახულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პანდემიის დროს იმუნიზაცია საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვის ერთადერთი გზაა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























