წარმატება სწორი პარტნიორების მოძებნით იწყება

კომპანია კოლიერსის შემოსვლა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, მერვე წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავს გამუდმებით ვუწესებდით გამოწვევებს - ვეჭიდებოდით ყველაზე რთულ პროექტებს: მულტიფუნქციური შენობების კონცეფციებიდან ქალაქების გეგმარებებამდე. სფეროს ცოდნამ და ექსპერტიზამ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, საქვეყნო მნიშვნელობის პროექტების მონაწილეებად გვაქცია.
წარმატება გრძელვადიანი ურთიერთობების შენებამ მოგვიტანა, - კომპანიებმა, რომლებიც გვენდნენ და აგვირჩიეს პარტნიორებად, რადგან მხოლოდ მათთან ერთად იქნებოდა შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. კომპანია გეოგრაფიკთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელეთ არაერთი რთული და მასშტაბური პროექტი, რამაც კოლიერსს სანდო ბიზნეს-პარტნიორის სტატუსი შესძინა. თითოეული პროექტი უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. განსხვავდებოდა მუშაობის სპეციფიკაც. მათი ნაწილი ინოვაციურ მიდგომებს საჭიროებდა, ნაწილი - სპეციალიზებული დარგების ცოდნას, კონტექსტის სიღრმისეულ აღქმასა და სწორი სამომავლო პროგნოზების გაკეთებას, თუმცა ყველა მათგანში სათითაოდ და ერთობლივად კოლიერსი კომპლექსური გადაწყვეტებით ქმნიდა ღირებულებას.
სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების კუთხით მონაწილეობა მივიღეთ ყაზბეგის კონკურენტუნარიან ტურისტულ ადგილად ჩამოყალიბების პროცესში და ვმუშაობთთ ქუთაისის განვითარების ხედვასა და ეკონომიკურ კონცეფციაზე. კურორტების გეგმარების ჭრილში წარმატების ისტორია დაბა აბასთუმნის განვითარების კონცეფციით შევქმენით. შევეჭიდეთ მიზანს - აბასთუმანი რეგიონული მნიშვნელობის კურორტად გვექცია. ვიმუშავეთ კურორტის მომხმარებელთა სეგმენტების იდენტიფიცირებასა და მოთხოვნის პროგნოზის მოდელირებაზე, მოვამზადეთ კურორტის განვითარების კონცეფცია და მისი დეტალური ფინანსური კალკულაციები.
სირთულეების დაძლევისა და მასშტაბებთან შეჭიდების პრეცენდენტებს ვქმნიდით უძრავი ქონების შეფასებაშიც. 2014 წლიდან დღემდე შევაფასეთ 200,000 აქტივი, მათ შორის: საქართველოს მასშტაბით ოპერირებადი ყველა მსხვილი ბრენდული სასტუმრო, 14 ჰიდროელექტროსადგური, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები: გარდაბნის N9 ენერგობლოკი, რუსთავის აზოტი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ფოთის მარცვლეულის ტერმინალი; ისევე როგორც საგანმანათლებლო და სამედიცინო სექტორების არაერთი სპეციალიზებული ქონება.
ჩვენი პროექტები საუბრობენ ჩვენზე, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, - რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენთვის ჩვეულია დავინახოთ მოვლენები გავლენებს მიღმა, ჩავუღრმავდეთ მოცემულობებს და აღმოვაჩინოთ ისეთი დეტალები, რაც არც ერთი და არც რამდენიმე შეხედვით ცხადი არ არის, მსოფლიოს გარშემო შევქმნათ კოლაბორაციები და კოლიერსის 68 ქვეყნის ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ არაორდინალურ შედეგებს, მხოლოდ იმიტომ, რომ დავაჩქაროთ ჩვენი კლიენტების წარმატება.
კოლიერსი ცხოვრებას ახალი მისამართიდან აგრძელებს. ახლა, ისე როგორც არასდროს, მზად ვართ თქვენთან ერთად გავხდეთ კიდევ ერთი წარმატების ისტორიის თანაავტორები.
partner.colliers.com | 0322224477| georgia@colliers.ge
(R)

























