ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობში, სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის დისტრიბუციის მძღოლი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და დისტრიბუციის მანქანები შეეჯახნენ.