ირაკლი შენგელია - ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წარმოადგენს მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა

დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ჩვენი ოპონენტები. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ცარიელი სკამებისთვის არ მიუციათ, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ირაკლი შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს წევრთა შემადგენლობაში, ცვლილებასთან ერთად, დღეს მხარი დაუჭირეს საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ბიუჯეტის გაზრდას და ასევე, ქალაქში ბიზნეს სექტორის განვითარებას.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენეტების მიერ არაერთხელ გაჟღერდა კომენტარები საკრებულოში კონტრუქციული თანამშრომლობის შესახებ და ჩვენი მხრიდან, ყოველთვის იყო გამოხატული პოლიტიკურ სივრცეებში ჯანსაღი დისკუსიის მზაობა, დღევანდელმა დღემ, სამწუხაროდ, დაგვანახა, რომ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს არ წამოადგენს მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი არის ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი დამოკიდებულებით ეკიდებიან მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს ჩვენი ოპონენტები. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ცარიელი სკამებისთვის არ მიუციათ. ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რომ თავიანთი მანდატი დაუთმონ ცარიელ სკამებს. მეორე მოწვევის საკრებულოა, სწორედ ოპოზიცია პარავს ხმას თავის ამომრჩეველს და უარს აცხადებს წარმოადგინოს ისინი მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
რაც შეეხება დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკრებულოს წევრთა შემადგენლობაში ცვლილებასთან ერთად დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ბიუჯეტის გაზრდას, მხარი დაუჭირეთ ქალაქში ბიზნეს სექტორის განვითარებას.
შეუფერხებლად ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას და ამ საქმეში, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული, ვერცერთი დესტრუქციული ნაბიჯი ხელს ვერ შეგვიშლის", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

























