ზუგდიდის ახალი მომწვევის საკრებულოს სხდომაზე ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხი განიხილება

ზუგდიდის ახალი მომწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა 12:00 გაიმართება.
სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევაა. წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, გამომდინარე იქიდან რომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა თავდაპირველად "ნაციონალურმა მოძრაობამ", შემდეგ კი პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა.
ახალი მოწვევის საკრებულოში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"- 22, "ქართულ ოცნებას" - 20, პარტია "საქართველოსთვის" – 3 მანდატი აქვს.

























