ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან მივიდნენ.
შენობასთან ასევე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები. ამ დროისათვის აქციის მონაწილეები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

























