მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.