ლენტეხის მერი სოფელ ლესემის მოსახლეობას შეხვდა

ლენტეხის მერი სოფელ ლესემის მოსახლეობას შეხვდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი მოადგილეებთან ერთად სოფელ ლესემის მოსახლეობას შეხვდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მოსახლეობის პრობლემების მოსმენა იყო. მათივე ცნობით, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია და გზის დამცავი ჯებირების მოწყობა - ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც მოსახლეობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

„ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა საშუალებას გვაძლევს, მათი საჭიროებები მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ პროექტების ფორმირებისას“, - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტი კომუნიკაციის მიზნით, ანალოგიური ღია შეხვედრები მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.