„ნაციონალური მოძრაობის" წევრები თორნიკე რიჟვაძის და დავით რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები თორნიკე რიჟვაძის და დავით რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის და შსს-ს მაღალჩინოსნის დავით რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის შენობისკენ მიემართებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ჩართული პირები უნდა დაისაჯონ.

"დავით რიჟვაძე პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანია, მთელი ეს უწყება მას ექვემდებარება და როგორ შეიძლება ობიექტური გამოძიების იმედი გვქონდეს. ის უნდა გადადგეს და გადადგეს ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ