გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა

გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა

გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გამოიფინა თორმეტი წარმატებული შშმ პირის ფოტო. მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან დასაქმებულები. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში 8 შშმ პირი მუშაობს.

გამოფენა პროექტის „ჩვენი ხმის" ფარგლებში ხორციელდება. პროექტს გორში მოქმედი ორგანიზაცია „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრი“ პოლონურ ფონდ VEDRA -სთან ერთად ახორციელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი, ალექსანდრე თარხნიშვილი და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით ჩიხრაძე ღონისძიების ორგანიზატორებს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის მიზანიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მოხდება. საჯარო მოხელეებმა სტუმრებს გააცნეს ის პროექტები და პროგრამებიც, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში შშმ პირების თანაბარი შესაძლებლოების უზრუნველსაყოფად და მათი რეაბილიტაციისთვის ხორციელდება.