"ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო

"ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო

"ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო. შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

„პირველად ვიმყოფები „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში, მაინტერესებდა რა გზას გადის წყალი ჩვენ ონკანებამდე. საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოგვიწყვეს, გავეცანით თუ რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ, ლიზი ლომშანიძემ.

როგორც შეხვედრაზე, „ბათუმის წყლის" გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ აღნიშნა, „ბათუმის წყალი“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამ მიმართულებით გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას.

მისი თქმით, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

„აღნიშნული პროექტის მიზანია მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხარისხიანი წყალი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში და მას გაფრთხილება სჭირდება. ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს, ვფიქრობ მათთვის დღევანდელი დღე ერთდაგვარად საინტერესო, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი. მინდა გითხრათ, რომ „ბათუმის წყალი“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამ მიმართულებით გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას. ჩვენი ოფისის კარი ღიაა ნებისმიერი საზოგადოებისათვის და უახლოეს პერიოდში ახალ სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას“, - განაცხადა „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დავითაძემ.

„ბათუმის წყლის“ ლაბორატორია IDEXX მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი კომპანიაა საქართველოში.

აღნიშნულ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.