ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო

ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავეს.
სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოჩა შარაშენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგები გააპროტესტა და განაცხადა, რომ „საკრებულო არალეგიტიმურია“.
დაცვის წევრებმა შარაშენიძე სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატი დავით მჟავანაძე პოლიციის თანამშრომლებმა სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

























