ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. ფარული კენჭისყრით თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი შენგელია გახდა. მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ხმა მიიღო ოპოზიციის კანდიდატმა. სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღესვე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები. “ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს პლაკატებით "თავისუფლება მიშას" ესწრება.