ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო

ახალი წელი მოგვიახლოვდა.. საუკეთესო დრო ახალი, გემრიელი ექსპერიმენტებისთვის; საკუთარი თავის განებივრებისთვის; დრო იმისთვის, რომ გავუზიაროთ განწყობა სხვებს. აღვნიშნოთ პატარა, დიდი გამარჯვებები და ზოგჯერ მარცხებიც. საუკეთესო დრო შემთხვევითი, სასიამოვნო შეხვედრებისთვის და რა თქმა უნდა თბილი, ოჯახური შეკრებებისთვის.
ელიტ ელექტრონიქსი - ტექნიკა მთელი ოჯახისთვის.
ეს არის კამპანია, რომელსაც ელიტ ელექტრონიქსი წინასაახალწლოდ გვთავაზობს.
ბედნიერების გაზიარება ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია, ზოგს უფრო მეტად, ზოგს კი ნაკლებად. ამ ბედნიერების გაზიარებაში ელიტ-ელექტრონიქსმა თავისი წვლილი შეიტანა იმ მაგიური წინასაახალწლო კამპანიით, რომლის შესახებაც სწორედ ვისაუბრებთ.
ელიტ ელექტრონიქსში უკვე აქტიურად დაიწყო წინასაახალწლო სამზადისი და ალბათ ამას მომხმარებელი ერთი შეხედვით ვიტრინებიდანაც კი შეამჩნევდა. კომპანიის წლევანდელი კონცეფციამოიცავს ტექნიკას მთელი ოჯახისთვის, რომელიც თავიდან ბოლომდე უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
ელიტ ელექტრონიქსი არა მხოლოდ ადგილია სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა, არამედ არის ადგილი სადაც დაგხვდებათ ჯადოსნური საახალწლო გარემო.
ელიტ ელექტრონიქსში მოწყობილია სხვადასხვა ბრენდ ზონები, რისი საშუალებითაც ვიზუალურურ მხარესთან ერთად მომხმარებელს შეეძლება მისი პრაქტიკული შესაძლებლობების აღქმაც. ყავის მოყვარულებს დაგხვდებათ De’longhi-ს ბრენდ ზონა, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეეძლება დააგემოვნოს მათთვის საყვარელი ყავა; გეიმერები დატესტავენ პრედატორსა და ფლეისთეიშენს; ტიკ-ტოკის მოყვარულები კი შექმნიან ახალ კონტენტს სმარტფონებისა და აქსესუარების მეშვეობით; მხატვრები კი კიდევ ერთხელ გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს პლანშეტებზე გრაფიკებისა თუ ჩანახატების შესრულებით... ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ურიცხვი შესაძლებლობებისა, რისი გაკეთებაც შეეძლება ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მოსულ მომხმარებელს.
საჩუქრების გაცვლა ახალი წლის ერთ–ერთი საუკეთესო ტრადიციაა, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ადამიანებს შორის სიყვარულსა და თბილ დამოკიდებულებას. მომხმარებელს არ მოუწევს მხოლოდ ერთი კონკრეტული დღის ლოდინი იმისთვის რომ შეიძინოს საახალწლო საჩუქრები, რადგან მთელი დეკემბრის განმავლობაში ელიტ ელექტრონიქსი გაგანებივრებთ ძალიან ბევრი ფასდაკლებითა და საჩუქრებთ, როგორც მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე ონლაინ ee.ge-ზე.
(R)

























