ზუგდიდის პოლიციის შენობასთან ხმაური იყო

ზუგდიდის პოლიციის შენობასთან ხმაურია. ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილის პლაკატი მიიტანეს. სამართალდამცავებმა მათ შენობიდან 20 მეტრის დაშორებით დადგომისკენ მოუწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, აღნიშნული არის საჩუქარი, რადგან პოლიცია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ასრულებს.
"კიდევ ერთხელ ვნახეთ ამით, თუ რას წარმოადგენს ქართული პოლიცია. შეშინებული ქართული პოლიცია, რომელსაც ეშინია ოთხი გოგოსი, რომლებიც აბსოლუტურად მშვიდად, წყნარად მოვედით ამ ფოტოთი, რომელიც გვინდოდა გადაგვეცა პოლიციისთვის, პოლიციის უფროსისთვის, რომ ჩამოიკიდონ ოთახში. რეალურად ეს არ არის პოლიცია, განსაკუთრებით ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დავინახეთ რომ პოლიცია ასრულებს არა სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ ემსახურება ერთი კონკრეტული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ლოგიკური და სიმბოლური იქნება ეს ფოტო ეკიდოს ზუგდიდის პოლიციის უფროსის და ზუგდიდის პოლიციის შენობაში",- განაცხდა ანა წითლიძემ.

























