ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოზარდი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ მოზარდს დაეჯახა.
12 წლის ბავშვები კლინიკაში სამართალდამცავებმა გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ ამ დროისათვის სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

























