მარტვილის საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

მარტვილის საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ განიხილოს და საკითხი ყველას ჩართულობით მიიღონ.
„დღეს ბიუჯეტი არის თავიანთვის შექმნილი. წარმოიდგინეთ 7 მილიონამდე ხელფასი აქვთ მარტო. ეს ბიუჯეტი მოსახლეობისთვის არავითარ სარგებელს არ მოიტანს. ჩვენ ამ ქვეყნის მტრები არ ვართ, პირიქით, ნორმალურ ბიუჯეტს ჩვენც დავუჭერდით მხარს“, - განაცხადა მარტვილის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაალ გოროზიამ.

























