მდინარე ტყიბულაში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, 70 წლამდე მამაკაცი სანაპიროს ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.

























