ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მასკარადი მოაწყვეს

გარედან დასანახად, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი, მაგრამ ეს იყო შეგნებულად დადგმული პროვოკაცია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, სამწუხაროდ, - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეეთა პოლიციის ძალით გაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის ფრაქციის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართეს, თუმცა მასკარადი მოაწყვეს.
"გარედან დასანახად, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი, მაგრამ ეს იყო შეგნებულად დადგმული პროვოკაცია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, სამწუხაროდ. მათ მოგვმართეს ჩვენ, რომ ფრაქციულ ნაწილში გაერთიანებულად "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" სხდომათა დარბაზში ერთობლივად განიხილავდა ბიუჯეტს, ამის შემდეგ სამ საათზე დაგეგმილი იყო ამავე დარბაზში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოეწყო ბიუჯეტის განხილვა. ფრაქციის წარმომადგენლებმა ეს მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ვნახეთ ის რაც ვნახეთ. განხილვის ნაცვლად მასკარადი მოაწყვეს. პირველი სართულიდან გადმოინაცვლეს სხდომათა დარბაზში სადაც სხდომის ჩატარების უფლება თანაბარზომიერად ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აქვს",- განაცხადა მამუკა ჭეჟიამ.

























