შოთა რეხვიაშვილი დმანისში "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

შოთა რეხვიაშვილი დმანისში "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, დმანისში "განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, შადრევნები, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივნის“ მშენებლობა - რეაბილტაცია.

დმანისში მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტების ფარგლებში, ყველა ლოკაციაზე შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, ტერიტორიები მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული ღობეები, გარე განათებები და დაირგვება მცენარეები.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი პროექტების მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცედენტო პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.